03 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
ირაკლი ღლონტის მტკიცებით, "სითი პარკი" მანქანების საჯარიმოზე გადაყვანის ნაცვლად დაჯარიმებების გაზრდას გეგმავს

სითი პარკთან დაკავშირებით დავით ნარმანიას განცხადებას ეხმაურება ოპოზიცია.

პოლიტიკური პარტია რეფორმატორების ლიდერის, ირაკლი ღლონტის, განცხადებით, ქალაქის მერმა პირველად აღიარა, რომ სითი პარკის მუშაობასთან დაკავშირებით პრობლემა ნამდვილად არსებობს. მისივე თქმით, სითი პარკი უკვე გეგმავს გარკვეული ცვლილებების განხორციელებას, რომლის თანახმად, მანქანების საჯარიმო სადგომზე გადაყვანის ნაცვლად, მოქალაქეებს მხოლოდ ფულადი ჯარიმა დაეკისრებათ.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ სითი პარკი მზად არის, საზოგადოებაში ატეხილი აჟიოტაჟის გათვალისწინებით შეწყვიტოს ევაკუირება და მანქანების გადაყვანა საჯარიმოზე, თუმცა აპირებენ ამის სანაცვლოდ უფრო მეტი ჯარიმა გამოწერონ,“  - აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება რეფორმატორების თავმჯდომარე, ირაკლი ღლონტი.

დღის ამბები