03 ოქტომბერი 2024,   02:36
ვრცლად
"უშველეთ თეატრალურს" - ნგრევისპირას არსებული უნივერსიტეტის გადასარჩენად სოციალური კამპანია დაიწყო

"უშველეთ თეატრალურს" - ამ სახელწოდების აქცია დაიწყეს სტუდენტებმა ინტერნეტსივრცეში.

თეატრალური უნივერსიტეტის ავარიული შენობის სარეაბილიტაციო პროექტის შესაქმნელად კულტურის სამინისტრომ ბიუჯეტიდან 100 000 ლარი გამოყო და ტენდერი გამოცხადა. თუმცა, უნივერსიტეტის ადმნისტრაციაში ამბობენ, რომ გამოყოფილი თანხა მხოლოდ პირველ ეტაპზე იქნება საკმარისი.

რექტორის განცხადებით, სასწავლო დაწესებულების შენობა მნიშვნელოვნად არის დაზიანებული. აქედან გამომდინარე, სტუდენტები შეხვედრას კულტურის მინისტრთან ითხოვენ. 

სტუდენტების მოთხოვნებს დღეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გამოეხმაურა.

მიხეილ გიორგაძე თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს პრობლემის მოგვარებას ჰპირდება და მათთან შეხვდრას გეგმავს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როდის ან რა რაოდენობის თანხა გამოიყო რესტავრაციისთვის.

სტუდენტები კულტურის მინისტრს ხვალ თეატრალურ უნივერსიტეტში ელოდებიან. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავენ.

 

 

 

 

 

დღის ამბები