03 ოქტომბერი 2024,   02:36
ვრცლად
დავით ნარმანია სითი-პარკის საჯარიმო სანქციების გადახედვას ითხოვს

ავტომობილის არასწორად გაჩერების შემთხვევაში სითი-პარკმა მანქანა შესაძლოა, აღარ წაიყვანოს.

დედაქალაქის მერიამ ამ მოთხოვნით კომპანიას უკვე მიმართა. გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემთხვევაში ავტომობილების საჯარიმო სადგომზე გადაყვანის ნაცვლად მათი მფლობელები ადგილზე დაჯარიმდებიან.

გადაწყვეტილება პირდაპირ აისახება თბილისის ბიუჯეტის ზრდაზე. ჯარიმის 60% დედაქალაქის ჩაირიცხება. საკრებულოს უმცირესობის წევრები მერიის ინიციატივას პრობლემის მოგვარების გზად არ მიიჩნევენ. მათი ნაწილი სითი-პარკთან კონტრაქტის გაწყვეტას ითხოვს. უმრავლესობა ამ აზრს არ ეთანხმება, რადგან მერიას ამ შემთხვევაში ჯარიმის სახით 25 მილიონის ლარის გადახდა მოუწევს.

კიდევ ერთი მოთხოვნა, რომლითაც დავით ნარმანიას უწყება კომპანიას მიმართავს, დედაქალაქის ქუჩებში, ტროტუარებზე არსებული პარკირებების გაუქმებაა.

ქალაქის მერის მოთხოვნებზე სითი-პარკში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები