03 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
სავალუტო კრიზისი კახურად - კახელები დადებით მოვლენებს თითქმის ვერ იხსენებენ

სავალუტო კრიზისი კახურად. რუსთავი2-ის გადამღებმა ჯგუფმა დიმიტრი ობოლაძესთან ერთად ერთი დღე თელავში გაატარა და გაარკვია, თუ რა პრობლემები აწუხებთ კახელებს.

აღმოჩნდა, რომ მთავარი პრობლემა სამუშაო ადგილების არარსებობა და ლარის გაუფასურებაა.

თელავში ამბობენ, რომ რაც ლარის გაუფასურება დაიწყო, ხალხს უფრო გაუჭირდა. სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზარდათ, ხოლო პროდუქტი გაძვირდა. 

კახელები წარმატებულ პროექტად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ასახელებენ და მთავრობას დაპირებული პენსიის ზრდას ახსენებენ. 

თელავის ბაზარში კი საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად ამბობენ, რომ ხალხის ნაკადმა იკლო. შეიძლება ითქვას, რომ თელავის ბაზარში მყიდველზე მეტი გამყიდველია. 

 

დღის ამბები