03 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
სამეგრელოს მოსახლეობა „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემას აღარ აპირებს

სამეგრელოს მოსახლეობა უკმაყოფილებას ღიად აფიქსირებს და ამბობს, რომ მომავალ არჩევნებზე ქართული ოცნებისთვის ხმის მიცემას აღარ აპირებს.

მეგრელები ხელისუფლებისგან წინასაარჩევნოდ გაცემულ დაპირებების შესრულებას ითხოვენ.

თუმცა კურიერმა სამეგრელოში იპოვნა მოქალაქე, რომელიც კმაყოფილია დღევანდელი ხელისუფლებით.

ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერი, კოტე გურგულიანი, რომელიც ზუგდიდის მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელი გახლავთ, დღევანდელი ხელისუფლების წარმატებებზე საუბრობს და რუსთავი2-ს  ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს.

 

ავტორი: თამარ ბაღაშვილი

დღის ამბები