03 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
ფოთელები ხელისუფლებისაგან წინასაარჩევნოდ მიღებული დაპირებების შესრულებას ითხოვენ

ფოთის მოსახლეობა ფინანსურ მდგომარეობას, სოციალურ პრობლემების მოგვარებასა და წინასაარჩევნოდ მიღებული დაპირებების შესრულებას ითხოვს. ნომერ პირველი პრობლემა კი ფოთელებისთვის უმუშევრობაა.

„გამოსავალი ის არის, რომ 2016 წელს ჩვენ ხმას არ მივცემთ ამ ხელისუფლებას,“ - აცხადებს კურიერთან ფოთის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

ფოთელები საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატის უყურადღებობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ არჩევნების შემდეგ ეკა ბესელია მოსახლეობის პრობლემებით აღარ დაინტერესებულა.

 

ავტორი: ეკა ქადაგიშვილი

დღის ამბები