03 ოქტომბერი 2024,   02:35
ვრცლად
"ხადური დაგვცინის, წელიწადზე მეტია, ქვეყანა უკან მიდის" - თბილისი მთავრობის გადადგომას ითხოვს

"ხადური დაგვცინის, შოკუნიებიო, ამბობს და ხალხი მშიერი კვდება," - ეს ერთ-ერთი თბილისელის შეფასებაა, რომელიც მან რუსთავი2-თან საუბრის დროს გააკეთა. 

თბილისის სხვადასხვა უბნებში დღეს ნანუკა ჟორჟოლიანი იმყოფებოდა და თბილისელების პრობლემებით დაინტერესდა.

ნანუკა ჟორჟოლიანთან საუბრისას მოქალაქეები მთავარ პრობლემებზე საუბრობდნენ. ძირითად პრობლემად კი ლარის გაუფასურებას ასახელებენ. თბილისელები წინასაარჩევო დაპირებებსაც იხსენებენ და ამბობენ, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილმა მოატყუა. 

"ბოლოსდაბოლოს ვინმე მიხედავს ქვეყანას? წელიწადზე მეტია, ქვეყანა უკან მიდის," - ეს კიდევ ერთი-ერთი ბაზრის მოვაჭრეა. 

რუსთავი2-ის გადამღებ ჯგუფთან ქართული ოცნების ყოფილი მხარდამჭერიც საუბრობდა, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა - "ირაკლი, მე მინდოდა, თქვენ ყოფილიყავით ხელისუფლებაში, მაგრამ ეს რა ქენით?"

 

ავტორი: ნანუკა ჟორჟოლიანი  

 

 

დღის ამბები