03 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
კომუნალური გადასახადები შესაძლოა, უახლოეს პერიოდში გაძვირდეს

კომუნალური გადასახადები შესაძლოა, უახლოეს პერიოდში გაძვირდეს. ამის შესახებ ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლები უკვე საუბრობენ. მიზეზად საქართველოს ეროვნული ვალუტის გაუფასურება სახელდება. 

აკაკი გოგიჩაიშვილი დაინტერესდა, თუ რამდენად არის მოსალოდნელი ქვეყანაში უახლოეს პერიოდში როგორც ბუნებრივი აირის, ასევე ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდოს. 

სფეროს წარმომადგენლების ნაწილს მიაჩნია, რომ, თუ ლარი გაუფასურებას გააგრძელებს, ტარიფების ზრდა გარდაუვალი იქნება.

ექპსერტები ფიქრობენ, რომ ქვეყანა ამ შემთხვევაში ზამთარს ან უშუქობით ან გაზრდილი ტარიფებით შეხვდება. 

ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდის მოთხოვნით სემეკში უკვე შესულია განცხადება. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები