03 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
ხაშურის მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობის გამო აკრიტიკებს

ხაშურელები ქართულ ოცნებისგან წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას ითხოვენ.

ადგილობრივები საკუთარ მაჟორიტარ დეპუტატის უყურადღებობაზეც საუბრობენ და ხელისუფლების გადადგომაში ხედავენ გამოსავალს. 

ხაშურის მოსახლეობა ყვება, რომ სოციალურ ნიადაგზე ხაშურის რაიონში თვითმკვლელობების რიცხვმა იმატა.

გადაცემა პროფილის წამყვანი ხაშურში ჩასვლამდე წეროვანში ჩასვლას გეგმავდა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, რუსთავი2-ის ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ წეროვანის მოსახლეობამ საკუთარ პრობლემებზე ღიად საუბარზე უარი თქვა.

„ჩვენ დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ მათ უბრალოდ ეშინოდათ,“ - განაცხადა მაია ასათიანმა.

დღის ამბები