03 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
ქვეყანაში შემოსული ფულადი რესურსი კვალავაც დაბლა მიდის

ბოლო თვეების დინამიკა აჩვენებს, რომ ქვეყანაში შემოსული ფულადი რესურსი კვალავაც დაბლა მიდის. მთავრობამაც და ყოფილმა პრემიერმაც პრობლემა მხოლოდ 2015 წლის გაზაფხულზე დაინახეს, თუმცა ეკონომიკური პრობლემები გასული წლის სექტემბერშივე ჩანდა.

ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრობენ ინვესტორებიც.

ხელისუფლების მტკიცებით, გასულ წელს ქვეყანაში რეკორდული 1 მილიარდ 272 მილიონი დოლარი შემოვიდა, წინა წელზე 35%ით მეტი. მეორე საკითხია, სად წავიდა ამხელა თანხა და რატომ არ ჰქონდა მას გავლენა არც ლარის კურსზე და არც ეკონომიკაზე.

ბიზნესმენთა საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ინვესტიციების 35%-იან ზრდას ვერ ვგრძნობს ბიზნესი.

„ბოლო ინვესტორი თვეების წინ თუ გვინახავს,“ - აცხადებს ფადი ასლი.

„საქმე გვაქვს არა ბევრ მცირე ინვესტიციასთან, არამედ რამდენიმე მსხვილ ინვესტიციასთან და ესეც არის პოლიტიკურად დაცული ინვესტიცია. ანუ ეს არის ისეთი ინვესტიციები, რომელთაც პოლიტიკური რისკები აქვთ მინიმუმამდე დაყვანილი,“ - ამბობს კავკასუს ფაინენშალის ხელმძღვანელი, მარინა გულედანი. 

 

ავტორი: მიშა სესიაშვილი

დღის ამბები