03 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
2015 წელი ქალის წლად გამოცხადდება

საქართველოში 2015 წელი ქალის წლად გამოცხადდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილი დღეს რელიგიური კონფესიების ლიდერებს შეხვდა და ბოლო პერიოდში ქალთა მიმართ ძალადობის გახშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით თავისი შეხედულება გააცნო.

სასულიერო ლიდერებმა დაგმეს ქალთა მიმართ ძალადობა და შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება საბჭო, რომელიც კოორდინირებულად შეიმუშავებს გრძელვადიან სამოქმედო გეგმას და მისი მიზანი სწორედ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია იქნება. პრეზიდენტმა ასევე დაუჭირა მხარი რელიგიურ ლიდერთა ინიციატივას - მომავალი წლის ქალის წლად გამოცხადების თაობაზე.

„ერთმანეთს გავუზიარეთ ის ტკივილი, რომეიც ყველას ერთად გვტკივა. და გადავწყვიტეთ, რომ ჩამოვაყალიბებთ სამოქმედი გეგმას, უფრო გრძელვადიანს. ამასთან, მე ჩემს რიტორიკაში, სადაც შევძლებ, ხაზს გავუსვამ ამ პრობლემას, ამასთან, ყველა სარწმუნოების წარმომადგენელი თავის ქადაგებებში გაააქტიურებს ამ საკითხზე მსჯელობას და მესამე - შეხვედრა დავიწყეთ იმით, რომ ჩვენ ავიღებდით იმ წილ პასუხისმგებლობას, რაც სახელმწიფოს აქვს და მერე მოხდა იმის გააზრება, რომ მარტო სახელმწიფო ამას ვერ დაძლევს და სწორედ ამიტომ ჩვენ გვჭირდება ერთად დგომა,“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საბჭო წლის ბოლოს შეიკრიბება, თუმცა მანამდე გაიმართება სხვადასხვა დონის კონსულტაცია.

ამავე თემაზე
დღის ამბები