03 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
ფოთის პორტი პარალიზებულია

გაფიცვა ფოთის პორტში. ხელფასების გაზრდის მოთხოვნით ფოთის ნავსადგურის თანამშრომლებმა მუშაობა შეწყვიტეს.

ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც პორტის ხელმძღვანელობისათვის მიცემული ვადა ამოიწურა.

ხელმძღვანელობას ათი დღის განმავლობაში უნდა გადაეწყვიტა ხელფასთან დაკავშირებული პრობლემები.

როგორც აცხადებენ, გაფიცვა მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება.

ამ დროისათვის პორტი თითქმის პარალიზებულია. ადმინისტრაციაში კი აცხდებენ, რომ ხელფასების გადახედვას არ აპირებენ და გაფიცულებს, თითოეული დღე არასაპატიოდ ჩაეთვლებათ.

 

დღის ამბები