03 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
ბათუმის მე-3 საპყრობილეში პატიმართა ძალადობაზე საუბრობენ

პატიმართა ძალადობაზე საუბრობენ ბათუმის მე-3 საყრობილეში მყოფი მსჯავრდებულების ახლობლები. როგორც ისინი ყვებიან, რამდენიმე მათგანი ნაცემია, თუმცა ვისგან განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა, ოჯახის წევრები ვერ აკონკრეტებენ.

მათივე თქმით, პროტესტის ნიშნად, ცემის გამო რამდენიმე პატიმარმა თვითდაზიანებაც მიიყენა და მათი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ კი, ისინი კვლავ საპატიმროში დააბრუნეს.

ბათუმის მესამე საპყრობილის პატიმრები სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვენ. მომხდარ ფაქტს არ ადასტურებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში.

დღის ამბები