03 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
გუბერნატორების კავშირი ბიძინა ივანიშვილის ასოცირებულ კომპანიებსა და ფონდებთან

რა ქონებას ფლობენ გუბერნატორბი, სად აქვთ ბიზნესწილები და როგორია მათი კვალიფიკაცია? “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გუბერნატორების შემთხვევაშიც იკვეთება კავშირები ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ კომპანიებსა და ფონდებთან.

ორგანიზაციის ინფორმაციით, რვა მოქმედიდან ორი - ქვემო და შიდა ქართლის გუბერნატორები “ქართუ“ ბანკის, ერთი კი მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი, საქველმოქმედო ფონდ “ქართუს“ ყოფილი თანამშრომელია.

ამასთან, ორი გუბერნატორი წარსულში შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებში მუშაობდა.

ასევე გამოვლინდა, რომ ქვემო ქართლის და იმერეთის გუბერნატორებმა ქონებრივი დეკლარაცია არასრულყოფილად შეავსო. იმერეთის გუბერნატორი კი, ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ დრომდე ინარჩუნებს დირექტორის თანამდებობას მისსავე წილობრივ მფლობელობაში არსებულ საწარმოში.

დღის ამბები