03 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
პარლამენტში ლარის კურსთან დაკავშირებით შესაძლოა დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას

ვინ აგებს პასუხს ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე? პარლამენტში ლარის კურსთან დაკავშირებით შესაძლოა დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ეს მას შემდგ გადაწყდება, რაც კანონმდებლები ეკონომიკური გუნდის მინისტრებს და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს მოუსმენენ.

მათ კი სავარაუდოდ საკომიტეტო ფორმატში, მას შემდეგ შეხვდებიან, რაც მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს უყრიან კენჭს.

„არ არის გამორიცხული დავაყენოთ საკითხი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. ჩვენ პიროვნებების საკითხს არ ვსწავლობთ, ჩვენ უნდა შევისწავლოთ პრობლემა და ასევე, ვისგან მოდის ეს პრობლემა,“ - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ეროვნული ბანკი თავის შესაძლებლობებს ბოლომდე არ იყენებს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები