03 ოქტომბერი 2024,   02:35
ვრცლად
"ეკონომიკური გუნდი პარლამენტში კი არ უნდა მოვიდეს, უნდა წავიდეს, თავი უნდა დაგვანებოს,“ - გიორგი ვაშაძე

საპარლამენტო უმცირესობაში ლარის კურსის გაუფასურების საკითხის გამოძიებას და იმ პირთა ბრალეულობის დადგენას ითხოვენ, ვინც მათი თქმით, დამნაშავეა ეროვნული ვალუტის გაუფასურებაში. ნაციონალური მოძრაობა ეკონომიკური გუნდის გადადგომის საკითხს აყენებს.

„კონკრეტულად ვისი ბრალია, რომ ხალხი კარგავს ყოველდღიურად ლუკმა-პურს. ვფიქრობ, რომ აუცილებელია გამოძიებულ იქნას ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე, მაგრამ ეკონომიკური გუნდი პარლამენტში კი არ უნდა მოვიდეს, უნდა წავიდეს, თავი უნდა დაგვანებოს,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ვაშაძემ.

თავისუფალი დემოკრატებისთვის გაუგებარია საგანოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ. 

"თუ მთავრობა მტკიცდება და მათთან კითხვები აქვს უმრავლესობას, მაშინ გაერკვნენ არიან თუ არა დასამტკიცხებლები. თუ დამტკიცდებიან და მერე შეიქმნას ეს საგამოძიებო კომისია, ცოტა გაურკვეველია," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრმა დავით ონოფრიშვილმა.  

პარლამენტში ლარის კურსთან დაკავშირებით შესაძლოა დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

ამავე თემაზე
დღის ამბები