03 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრნენ.

გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას, საქართველო-პოლონეთის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ორი ქვეყნის ისტორიულ მეგობრობაზე ისაუბრა. პრეზიდენტს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოში პოლონეთის ელჩმა და ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება.

“გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა წარსულში და გვექნება მომავალშიც. ყველა მიღწევა, რომელსაც ჩვენ აღვნიშნავდით 2014 წელს, დაკავშირებულია ჩვენს პოლონელ მეგობრებთან და მათ ძალიან ძლიერ, ერთგულ და მხარდამჭერ პოზიციასთან. საქართველოს არჩევანი უალტერნატივოა და ეს არჩევანი მიიყვანს ჩვენს ქვეყანას ევროპული ერების გაერთიანებისკენ, სადაც ჩვენს პოლონელ მეგობრებთან ერთად განვავითარებთ ძლიერ და უფრო ერთგულ პარტნიორობას,” - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები