03 ოქტომბერი 2024,   02:37
ვრცლად
"საია"-ს ანგარიში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან მიმართებით მომზადებულ სარჩელებზე

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან მიმართებით მომზადებულ სარჩელებზე ანგარიშს გააცნობს დღეს საზოგადოებას "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია".

მათი განცხადებით, სარჩელები ძირითადად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში გამოვლენილ ადამიანის უფლებათა დარღვევებზე მომზადდა.

"საია" 400-ზე მეტი ადამიანის ინტერესებს იცავს. საქმეები უკვე გადაგზავნილია ევროპულ სასამართლოში, თუმცა, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" მიაჩნია, რომ ფაქტები, რუსეთისა და საქართველოს შესაბამისმა სტრუქტურებმაც უნდა გამოიძიონ.

დღის ამბები