03 ოქტომბერი 2024,   02:31
ვრცლად
„საყდრისის გადარჩენის კომიტეტი“ დღეს საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს მონახულებას გეგმავს

„საყდრისის გადარჩენის კომიტეტის“ წევრები დღეს შეეცდებიან საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს ის ნაწილი დაათვალიერონ, სადაც, მათი განცხადებით, უკანონოდ მიმდინარეობს კომპანია “RMG GOLD“-ის მიერ ნასახლარებისა და სამარხების ნგრევის პროცესი.

კომიტეტის წევრების განცხადებით, ტერიტორიაზე მათ არ აძლევენ შესვლის უფლებას, გარდა ამისა ისინი ეჭვქვეშ აყენებენ იმ არქეოლოგების კვალიფიკაციას, რომლებიც ამ დროისთვის ადგილზე სამუშაოებს აწარმოებენ.

„საყდრისის გადარჩენის კომიტეტის“ წევრები სამუშაოების შეწყვეტას ითხოვენ. 

დღის ამბები