09 სექტემბერი 2026,   21:34
ვრცლად
მინიმალური ოდენობის ნარკოტიკის ფლობისთვის 8-წლიან პატიმრობას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ

დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოში  მინიმალური ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების აღმოჩენისთვის მსჯავრდებული ირაკლი ჩხეიძის სარჩელზე განმწესრიგებელი სხდომა იმართება.

ჩხეიძის ინტერესებს "იემსი" იცავს. ორგანიზაციის ადვოკატები იმ მუხლს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც მინიმალური ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების ფლობა რვა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, რაც არღვევს კონსტიტუციით გათვალისწინებულ არაადამიანური და დამამცირებელი სასჯელის დაუშვებლობას.

"ზოგადი პრევენციის მიზნით იმისთვის, რომ სხვა პირებმა აღარ მოიხმარონ ნარკოტიკები, სჯის პირს, რომელიც მას პირადი მოხმარების მიზნით ფლობს და შესაბამისად მის ინსტრუმენტალიზებას ახდენს, ანუ ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევის საშუალებად იყენებს, რაც კონსტიტუციით გარანტირებული ღირსების უფლებასთან წინააღმდეგობაში მოდის," - აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა თამარ სამხარაძემ

 

დღის ამბები