03 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
ნაციონალურმა მოძრაობამ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქცია გამართა

აქცია გამართეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. ოპოზიციის წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა მთავრობის და პრემიერმინისტრის გადადგმომა მოითხოვეს. მათი თქმით, ყველა გადაწყვეტილებას ქვეყანაში ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი იღებს.

აქციის მონაწილეებმა ასევე ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილისთვის სათბურების სიმბოლურ თანხად - 1 ლარად გადაცემის ფაქტი გააპროტესტეს. მათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს უჩა მამაცაშვილის პირადი უწყება უწოდეს.  

აქციის მონაწილეებთან სამინისტროს წარმომადგენლები გამოვიდნენ და მათ მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა შესთავაზეს, რაზეც აქციის მონაწილეებისგან უარი მიიღეს. მათი განცხადებით, უწყებაში რეალურად გადაწყვეტიელბის მიმღები პირი არ არსებობს და ყველა გადაწყვეტილებას ივანიშვილი იღებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან დილიდან პოლიცია იყო მობილიზებული. ნაციონალური მოძრაობის აქცია უკვე დასრულდა.  

დღის ამბები