03 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
EBRD-ის ბიზნესფორუმისთვის მიმდინარე სამუშაობი პრემიერმინისტრმა დაათვალიერა

EBRD-ის ბიზნესფორუმისთივს მზადება თბილისში დასრულების ეტაპზეა. სამუშაობი დღეს პრემიერმინისტრმა სამთავრობო კომისიის წევრებთან ერთად დაათვალიერა. პარლამენტისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ტერიტორიაზე მიმდინარე სამზადისის გაცნობის შემდეგ, დღესვე გაიმართება EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის სხდომა.

პრემიერმა შეხვედრაზე შეაჯამა შესრულებული სამუშაოები და ფინანასთა მინისტრს ნოდარ ხადურს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ, რომ სამუშაოები არის ძალიან მაღალ დონეზე შესრულებული. სახელმწიფომ ამისათვის 17 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა“, - განაცხადა პრემიერმა.   

ამავე თემაზე
დღის ამბები