03 ოქტომბერი 2024,   02:35
ვრცლად
მერიის გადაწყვეტილებით, ვიწრო ტროტუარებზე პარკირება შეიზღუდება

თილისის მერიაში დილიდან დედაქალაქის მთავრობის სხდომა მიმდინარეობს.

დღეს მთავრობის სხდომაზე რამდენიმე საკითხი იხილება, მათ შორის ერთ-ერთი არის "სითი პარკთან" დაკავშირებული. უფრო კონკრეტულად კი მერიის გადაწყვეტილებით, ვიწრო ტროტუარებზე პარკირება შეიზღუდება.

„იქ, სადაც არის ძალიან ვიწრო ტროტუარი და სადაც მანქანის პარკირება და ქვეით მოსიარულეთა გადაადგილება ერთდროულად არის შეუძლებელი, ჩვენ ეტაპობრივად ვზღუდავთ ავტომანქანების პარკირებას. ჩვენ ვმუშაობთ აქტიურად მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები