03 ოქტომბერი 2024,   02:35
ვრცლად
მთავრობა EBRD-სთვის ემზადება

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ღონისძიებისთვის შესრულებულ სამუშაოებს პრემიერთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე და მთავრობის წევრები გაეცნენ. ამ წუთებში მიმდინარეობს კომისიის სხდომა, რომელიც პასუხისმგებელია ამ ღონისძიების ორგანიზებაზე.

ბიზნესფორუმი, რომელიც საქართველოში გაიმართება, კავკასიის რეგიონში პირველი იქნება. ამ ღონისძიებისთვის თბილისს 60-ზე მეტი სამთავრობო დელეგაცია და 1500-ზე მეტი ბიზნესმენი ეწვევა.

მთავრობის წევრები შესრულებული სამუშაოებით კმაყოფილები არიან და ღონისძიების მნიშვნელობაზე საუბრობენ.

„რეალური შედეგი იქნება ინვესტიციები საქართველოში,“ - აცხადებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.

სოფლის მეურნეობის მინისტრი დარწმუნებულია, რომ მთავრობა ღონისძიებას ნდობა გამოცხადებული შეხვდება.

„აქ ძალიან ბევრი დაინტერესებული პირი ჩამოვა, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის, რადგან ჩვენ დღეს ძალიან გვჭირდება თანადგომა,“ - განაცხადა ოთარ დანელიამ.  

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი თბილისში 13-15 მაისს გაიმართება. 

დღის ამბები