03 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
"ეს არის ნდობის გამოცხადება ჩვენი ქვეყნისადმი," - ირაკლი ღარიბაშვილი EBRD-ზე

EBRD-ის ბიზნესფორუმის შემდეგ მთავრობა საქართველოში კონკრეტულ ინვესტიციებს ელოდება.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სხვადასხვა რეგიონისთვის მომზადდა საინვესტიციო პროექტები, რომლებსაც ბიზნესმენებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში შესთავაზებენ.

„ჩვენ ვართ მართლაც ძალიან მოხარული, რომ EBRD-იმ შეარჩია საქართველო და ჩვენი ხელისუფლების პირობებში ტარდება. ეს არის ნდობის გამოცხადება ჩვენი ქვეყნისადმი, ვინაიდან ისინი აფასებენ იმ პროგრესს, იმ რეფორმების ინტენსიურ კურსს, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები