03 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
EBRD-ის ბიზნესფორუმის შემდეგ მთავრობა საქართველოში ინვესტიციებს ელოდება

EBRD-ის ბიზნესფორუმისთივს მზადება თბილისში დასრულების ეტაპზეა.

EBRD-ის ბიზნესფორუმის შემდეგ მთავრობა საქართველოში კონკრეტულ ინვესტიციებს ელოდება.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ეს დიდ შესაძლებლობას იძლევა დამყარდეს ახალი საქმიანი კონტაქტები, ძალიან მნიშვნელოვან მოთამაშეებთან.

„ჯანდაცვის სამინსიტროსთვის ეს საინტერესოა, იმტომ რომ ჩვენი მიმართულება არის კერძო სახელმწიფო პარტიონობის გაღრმავება და შესაბამისად ჩვენი ინტერესებიც ძალიან მაღალია,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხელ გიორგაძის თქმით, ბიზნესფორუმის ფარგლებში მსხვილი ინვესტორების დიდი ჯგუფი ჩამოვა. მისვე თქმით ჯამში ათას 500-ზე მტი ადამიანი ჩამოვა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი,“ - აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები