26 აპრილი 2024,   14:15
ვრცლად
"ტატუნაშვილი გმირია"- სამოქალაქო აქტივისტებმა რუსეთის ყოფილ საელჩოსთან მდუმარე აქცია გამართეს

"ტატუნაშვილი გმირია"- მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა რუსეთის ყოფილ საელჩოსთან ტრანსფარანტები მიიტანეს და მდუმარე აქცია გამართეს. ასე გააპროტესტეს მოძრაობის წევრებმა, 2 წლის წინ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი წამებით მკვლელობა.

"არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 2 წელი გავიდა, ჩვენ დღეს რუსეთის საელჩოსთან მოვედით და ოკუპაცია კიდევ ერთხელ გავაპროტესტეთ. ჩვენ უნდა გვახსოვდეს არჩილ ტატუნაშვილი და აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ოკუპაციის წინააღმდეგდეგ," - აღნიშნა სამოქალაქო აქტივისტმა. 

აქციის მონაწილეებმა საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები დაგმეს და ტატუნაშვილთან ერთად, პატივი ყველა იმ გმირს მიაგეს, რომელიც ოკუპაციასთან ბრძოლას შეეწირა.

დღის ამბები