03 ოქტომბერი 2024,   02:38
ვრცლად
ნაციონალური მოძრაობა თბილისელების პრობლემების მოსაგვარებლად კამპანიას იწყებს

ნაციონალური მოძრაობის წევრები თბილისელების პრობლემების დასადგენად და მოსაგვარებლად კამპანიას იწყებენ. საკრებულოს ოპოზიციური პარტიის წევრების თქმით, დედაქალაქის მერი სათანადოდ არ რეაგირებს, გაუარესებული სოციალური მდგომარეობის ფონზე კი იზრდება ბიუროკრატია და უმქმედობა.

ნაციონალური მოძრაობის წევრები მოსახლეობასთან გამართავენ შეხვედრებს რაიონულ ოფისებში, ასევე, მიიღბენ ინფორმაციას სოციალური ქსელებისა და ცხელი ხაზის მეშვეობით.

შეგროვებულ ინფორმაციას ისინი მიაწვდიან მერიის სათანადო სამსახურებს ან მათ პასუხების გასაცემად საკრებულოში დაიბარებენ.

დღის ამბები