03 ოქტომბერი 2024,   02:35
ვრცლად
სადაზღვევო კომპანია "არდი" თემურ ხომერიკის ბრალდებებს პასუხობს

სადაზღვევო კომპანია „არდიში“ თბილისის ფონდის განვითარების ხელმძღვანელის ბრალდებებს უპასუხეს. თემურ ხომერიკმა დღეს განაცხადა, რომ "არდის" თბილისის განვითარების ფონდის ვალი 9 მილიონი ლარი აქვს.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიის დავალიანება თბილისის განვითარების ფონდის მიმართ მხოლოდ 4 მილიონ 900 ათასი ლარი აქვს. 

"ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო მოხელეები შესყიდვების სფეროში გამოვლენილი არაპროფესიონალიზმის გამართლებას კერძო კომპანიებზე გადაბრალებით ცდილობენ. ბოლო წლების განმავლობაში ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ გამოიკვეთა, რასაც უკვე სახელმწიფოს უმაღლესი ხელისუფალი პირები და არასამთავრობო სექტორიც ღიად აფიქსირებს.

კომაპნიის ინფორმაციით, ფონდმა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, თითქოს და ქალაქის განვითარების კონცეფციის შეცვლის მიზეზით, 3 კომპანიას გაუუქმა ყველა კონტრაქტი. რამდენიმე თვიანი დავის შემდეგ, ფონდმა ერთ-ერთ კომპანიასთან თავისი დაშვებული შეცდომა აღიარა და გაუგრძელა კონტრაქტი, მეორე კომპანიის საქმე სასამართლოში იხილება, ხოლო მესამე კომპანიასთან დაკავშირებით, სადაც ზარალი სადაო არ იყო "არდიმ" ფონდს მილიონი ლარი უკვე აუნაზღაურა.

თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის დღევანდელი განცხადება შეიცავს ფაქტობრივ უზუსტობას, რადგან სამივე კომპანიაზე მათ მიერ მოთხოვნილ საბუთებში ფიქსირდება არა 9,5 მილიონი ლარი, როგორც ამას ხომერიკი ტირაჟირებს, არამედ 4 მილიონ 900 ათასი ლარი," - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ თბილსის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა თემურ ხომერიკმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას, ერთერთი მედიასაშუალების „კომერსანტის“ მიერ გავრცელებულ ინფომრაციას მისი გადადგომის შესახებ დეზინფორმაცია უწოდა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მედიასაშუალებამ დეზინფორმაცია გაავრცელა იმ მიზეზით, რომ მისი მფლობელის საკუთრებაში არსებულ კომპანიას თბილისის განვითარების ფონდის რამდენიმე მილიონი ვალი აქვს.

კომერსანტის მფლობელი შპს "ირაო ინვესტ ჯგუფია", რომლის 100 პროცენტიან წილს არმაზ თავაძე ფლობს. ის ამავდროულად არის სადაზღვევო კომპანია "არდი ჯგუფის" გენერალური დირექტორი და 50 პროცენტიანი წილის მფლობელი. სწორედ ამ კომპანიის დავალიანებაზე ისაუბრა თემურ ხომერიკმა ჟურნალისტებთან.

ამავე თემაზე
დღის ამბები