03 ოქტომბერი 2024,   02:36
ვრცლად
არასამთავრობო სექტორის ნაწილი ვიწრო ტროტუარზე პარკირების შეზღუდვას აპროტესტებს

მერის ინიციატივას არასამთავრობო სექტორის ნაწილი აპროტესტებს. მათი განცხადებით, ტროტუარებზე პარკირების შეზღუდვის შემთხვევაში ქალაქში დამატებითი საპარკინგე ადგილები უნდა მოწყოს.

„ჯერ არა შეგვიქმნია დამატებითი ადგილი და ვზღუდავთ პარკირების ადგილებს, რაც სტატისტიკას კიდევ უფრო გააუარესებს და დღეს თუ 12 ავტომობილი მოდის ერთი პარირების ადგილზე, ხვალ შეიძლება 15-17 და უფრო მეტი მოდიოდეს,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივას" წევრმა ვასო ურუშაძემ.
მისი თქმით, პარკირება საცობის ერთერთი გამომწვევი მიზეზია.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ვიწრო ტროტუარებზე პარკირება შეიზღუდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები