03 ოქტომბერი 2024,   02:36
ვრცლად
ხეების მოვლის საკითხზე მომზადებული ახალი დოკუმენტი წარადგინა გარემოს დაცვის მინისტრმა

ხეების მოვლის საკითხზე მომზადებული ახალი დოკუმენტი წარადგინა გარემოს დაცვის მინისტრმა.

დოკუმენტი საქართველოს ქალაქებისთვის მწვანე ზონების მოვლის, ხეების მოჭრისა და სათემო ტყეების მართვის საერთო წესების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

ის სამინისტროს ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით შემუშავდა და მისი მიზანია ნარგავების ევროპული წესით მოვლის შემოღება. დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და ის განსახილველად ყველა მუნიციპალიტეტს გადეგზავნება.

“მთავარი პრინციპი არის ის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სტიქიური პროცესი შეჩერდეს. ასევე ის, რომ მწვანე ზონები შენარჩუნებული და გაფართოებული იქნას,“ - განაცხადა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა.
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების კავკასიის პროგრამის ხელმძღვანელმა ჰანს იოახიმ ლიფიმ.

კმაყოფილება გამოხატა დოკუმენტის შექმნის შესახებ, რომელიც საქართველოში ხეების მოვლის ერთიანი წესის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

„იმედია ეს წესი დაინერგება ყველა ქალაქში. მრავალი წლის შემდეგ, როცა ვიმოგზაურებ ამ ქვეყანაში, იმედი მაქვს უკვე იქნება კარგი შედეგი და ვნახავ კარგად ფორმირებულ ხეებსა და აღდგენილ გამწვანებულ ზოლებს,” - განაცხადა ჰანს იოახიმ ლიფიმ.

დღის ამბები