03 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე ადრე შუა საუკუნეების ნამოსახლარია აღმოჩენილი

ხმაური იყო საყდრისის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ადგილზე ჩასული საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ. კომიტეტის წევრებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა არქეოლოგიური გათხრები და აღმოჩენილი იყო უძველესი არტერფაქტები. იქ ჩასულ კომიტეტის წევრებს სწორედ ამ არქეოლოგიური სამუშაოების დათვალიერება სურდათ, თუმცა თავდაპირველად ისინი უსაფრთხოების სამსახურმა ტერიტორიაზე არ შეუშვა. მოგვიანებით კი, ადგილზე ოქროს მომპოვებელი კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ და კომიტეტის წევრები ტერიტორიაზე თავად შეიყვანეს.

კომპანიის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ საყდრისის ახლოს ნაპოვნია ადრე შუა საუკუნეების სამარხები და მე-17 – მე-18 საუკუნით დათარიღებული ნამოსახლარი. ადგილზე კანონის შესაბამისად არქეოლოგები მუშაობენ და მხოლოდ მათი სამუშაოების დასრულების შემდეგ კომპანია განაახლებს სამთომოპოვების სამუშაოებს.

დღის ამბები