26 აპრილი 2024,   12:14
ვრცლად
ირანიდან დაბრუნებული დელეგაცია - კავკასიის უნივერსიტეტის 5 თანამშრომელი კარანტინს აბასთუმანში, 10 კი საკუთარ სახლში გაივლის

კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია, რომელიც გუშინ ირანიდან დაბრუნდა, 2 კვირიან კარანტინს გაივლის. უნივერსიტეტის წარმომადგენლები ირანის იმ 2 მოქალაქესთან ერთად მგზავრობდნენ, რომლებიც საეჭვო სიმპტომების გამო საქართველოში არ შემოუშვეს.  სწორედ ამის გამო მიიღეს მედიკოსებმა გადაწყვეტილება, რომ უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა კარანტინი სხვადასხვა ფორმით უნდა გაიარონ.

"15-16 კაცი ვართ, არანაირი კორონავირუსი არ ფიქსირდება. გავიარეთ შემოწმებები სიცხის და ა.შ. თუმცა არც არაფერი. თავის დაცვის მიზნით, მათაც და ჩვენც გვინდა დავრწმუნდეთ, რომ არაფერი არ გვჭირს, მაგრამ რეალურად საგანგაშო მდგომარეობა არ არის," - აცხადებს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია.

დელეგაციის წევრის თამთა ბუთხუზის თქმით 5 ადამიანი კარანტინს აბასთუმანში გაივლის, დანარჩენი კი საკუთარ სახლში მოახდენს თვითიზოლაციას:

"5 ადამიანი წავა კარანტინში აბასთუმანში, დანარჩენი 10 თვითიზოლირებას მოახდენს საკუთარ სახლში, მთავარი პირობაა, რომ არ ქონდეს სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია, ეს პროცესი გაგრძელდება 14 დღის განმავლობაში. პერიოდულად დააკვირდებიან ეპიდემიოლოგები. ირანის 2 მოქალაქე გააბრუნეს უკან. პირადი საუბრისას შევიტყვეთ, რომ ბრუნდებოდნენ საქართველოში განათლების მისაღებად, მაგრამ გააბრუნეს იმავე რეისით," - განაცხადა კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომელმა თამთა ბუთხუზმა.

დღის ამბები