03 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
რეზო ჩხეიძეს დღეს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ

რეზო ჩხეიძეს დღეს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. მანამდე კი კინორეჟისორის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება, სადაც მისი ცხედარი გუშინ საღამოს გადაასვენეს. დაკრძალვის ცერემონია 3 საათზე დაიწყება.

გზებზე გარკვეული შეზღუდვებიც დაწესდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამების საკათედრო ტაძრის ცენტრალურ შესასვლელ მოედანზე შეიზღუდება ავტომანქანის გაჩერება; მესხიშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნამდე, ასევე ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით შეიზღუდება ტრანსპორტის გაჩერება.

შეიზღუდება მანქანების მოძრაობა ქუთაისის ქუჩაზეც - დიდუბის პანთეონის ქვედა მხარეს. გარკვეული შეზღუდვები იმოქმედებს მარცხენა სანაპიროზეც.

ამავე თემაზე
დღის ამბები