03 ოქტომბერი 2024,   02:38
ვრცლად
ხანძარი რომის აეროპორტში - გადადებული რეისები [ფოტო]

რომის მთავარმა "ფიუმიჩინოს" აეროპორტმა დროებით მუშაობა შეწყვიტა. მიზეზი გვიან ღამით, მესამე ტერმინალის საბარგო განყოფილებაში გაჩენილი ხანძარი გახდა, რომლის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.

ხანძრის ლოკალიზებას 20–მდე სამაშველო ბრიგადა ცდილობდა. მისი გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

გავრცელებული ცნობით, აეროპორტი დღის მეორე ნახევრამდე იქნება დახული.

გადადებულია ყველა რეისი, შეწყვეტილია აეროპორტის მიმართულებით სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლაც. 

დღის ამბები