03 ოქტომბერი 2024,   02:32
ვრცლად
ძველი ქარხანა ნგრევის პირასაა მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

კიროვის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდუბის დასახლებაში ადგილობირვი მოსახლეობა შექმნილ სოცილურ ვითარებას აპროტესტებს.

მათი განმარტებით, 350 მეტრი სიგრძის დაზიანებული კედელი ჩამონგრევის პირას არის და შესაძლოა, მან მოსახლებას ზიანიც მიაყენოს.

აქციის მონაწილეების მტკიცებით, კედელი კიროვის სახელობის ქარხანაში ამჟამად განთავსებულ 5 იურიდიულ პირს ეკუთვნის.

იურიდიული პირები, მერიის მხარდაჭერის შემთხვევაში, სამუშაოების დაწყებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.

დიდუბის დასახლებაში განადგურებულია სავალი გზაც, არ არის განათება.

მოსახლეობის განმარტებით, საჭიროების შემთხვავაში სახანძრო და სასწრაფო ბრიგადებიც გამოძახების ადგილამდე ვერ აღწევს.

დღის ამბები