19 მაისი 2024,   17:09
ვრცლად
საქართველოს მხარემ ხაზი გაუსვა, რომ რეგიონში დემოკრატიზაციის პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია - გიორგი გახარია

მთავრობის ადმინისტრაციაში სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების ერთობლივი ბრიფინგი  გაიმართა. მანამდე გიორგი გახარიამ და ნიკოლ ფაშინიანმა პირისპირ შეხვედრა დახურულ ფორმატში გამართეს. 

"ჩვენი ქვეყნების მეგობრული ურთიერთობა ათასწლოვან ისტორიას მოითვლის და ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისათვის, რომ ჩვენი თანამშრომლობა უფრო ეფექტური გახდეს. დარწმუნებული ვარ, თქვენი დღევანდელი ვიზიტი იქნება კიდევ უფრო ეფექტური იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ უფრო განვითარებულები, როგორც ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით. 

დღეს ვისაუბრეთ, ჩვენი ქვეყნების კეთილმეზობლური ურთიერთობების უფრო გაღრმავებაზე, შევეხეთ თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს - უსაფრთხოებას, ეკონომიკას, კულტურასა და განათლებას. დავსახეთ გეგმები, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხარისხობრივ, ახალ დონეზე გადაყვანას. 

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მხარემ ხაზი გაუსვა საკითხს, რომ ჩვენს რეგიონში დემოკრატიზაციის პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ასევე აღვნიშნეთ, რომ საქართველოს მოქალაქეების გადაწყვეტილება ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით არის მათი სურვილი და ქვეყანა ამ მიმართულებით ადგას ურყევ გზას. 

ჩვენ კეთილმეზობლურ და მეგობრულ ჭრილში ვაგრძელებთ თანამშრომლობას. ორ ქვეყნას შორის დემოკრატიზაციის საკითხი ხელს უწყობს თანამშრომლობის ეფექტურობას ყველა სფეროში. 

ჩენ მივესალმებით სომხეთის აქტიურ თანამშრომლობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში,"-  განაცხადა გიორგი გახარიამ ერთობლივ ბრიფინგზე. 

დღის ამბები