03 ოქტომბერი 2024,   02:37
ვრცლად
სოციალურად დაუცველებმა ფართების დაკანონების მოთხოვნით აქცია გამართეს

თბილისის სხვადასხვა ობიექტებში შესახლებული სოციალურად დაუცველები საცხოვრებელი ფართების დაკანონების მოთხოვნით მთავრობას მიმართავენ.

დღეს ისინი კანცელარიასთან შეიკრიბნენ და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს.
აქციის მონაწილეების მტკიცებით, გამგეობების წარმომადგენლები შენობების დაცლას აიძულებენ და ქირით გასვლას სთავაზობენ.

შეკრებილები გაუსაძლის პირობებზე და მთავრობის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ.

სოციალურად დაუცველები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ფართომასშტაბიანი აქციების დაწყებას გეგმავენ.

დღის ამბები