03 ოქტომბერი 2024,   02:35
ვრცლად
დაგვიანებით მიწოდებული შხამ-ქიმიკატები - გურჯაანელები შესაძლოა ატმის მოსავლის გარეშე დარჩნენ

გურჯაანის რაიონში გლეხებს ატმის მოსავლის გარეშე დარჩენა ემუქრებათ. დაავადება, რომელიც ატმის ბაღებში გაჩნდა ნაყოფის განადგურებას იწვევს, გლეხები ამის მიზეზად დაგვიანებულ წამლობას ასახელებენ, ადგილობრივები ამბობენ, რომ სახელმწიფოსგან წამლის შესაძენი ვაუჩერული დაფინანსება დროულად არ ჩაერიცხათ.

დაავადების გამო ასობით ჰექტარ მიწაზე ხეხილმა გახმობა უკვე დაიწყო, ადგილობრივები ხელისუფლებას დროულ დახმარებას სთხოვენ იმისთვის, რომ მოსავალი მომავალ წელს მაინც მიიღონ.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „კურიერის“ ინფორმაციის შემდეგ სოფლებში ვითარების შესასწავლად სპეციალური ჯგუფები გაუშვა, მინისტრის განცხადებით მდგომარეობა საგანგაშო არ არის.

ჩუმლაყი, ყიტაანი, ახაშენი და ვაზისუბანი-ეს იმ სოფლების მხოლოდ მცირე ნაწილია, რომელშიც დაავადება უკვე გაჩნდა, გაფუჭებული ხეხილის გამო კი წელს გლეხები გადარჩენილ პროდუქტზე ფასების ზრდას არ გამორიცხავენ.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი

დღის ამბები