03 ოქტომბერი 2024,   02:37
ვრცლად
9 მაისის გეგმა-ქართველი ბაიკერები რუსი ბაიკერების დასახვედრად ემზადებიან

ვაკის პარკის ყველა შესასვლელთან ქართველი ბაიკერები 9 მაისს დილიდან დადგებიან - სხვადასხვა კლუბის ასამდე წევრი გეგმავს, რომ მეორე მსოფლიო ომისას დღუპულთა მემორიალთან რუსი ბაიკერები მხოლოდ ერთი პირობით შეუშვან-იქ მისვლამდე რუსებმა აფხაზეთსა და ოსეთში დაღუპული ქართველების მემორიალს უნდა მიაგონ პატივი.

ქართველი ბაიკერები მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც საქართველოში გეორგიევსკის ბაფთიანი მოტოციკლებით, ე.წ. "ღამის მგლების" 30-მდე წევრი გამოჩნდა. ქართველი ბაიკერები ამბობენ, რომ გეორგიევსკის ლენტი ოკუპირების სიმბოლოა და საქართველოს მოსახლეობისათვის შეურაცხმყოფელია.

რუს ბაიკერებს საოკუპაციო სიმბოლიკის მოტოციკლებიდან მოხსნა ქართველი ბაიკერების გარდა იურისტმა ინგა არახამიამაც მოსთხოვა. შემთხვევა სიღნაღში მოხდა, რა დროსაც მას ვიდეოს წაშლაზე უარის თქმის შემდეგ ”ღამის მგლების” წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

გეორგიევსკის ლენტი 2005 წელს ვლადიმერ პუტინის დავალებით პატრიოტულ-პოლიტიკურ სიმბოლოდ შემოიღეს. არის თუ არა ის კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკა საქართველოს კანონდებლობაში კონკრეტული განმარტება არ არსებობს, თუმცა
ქარტიაში განმარტებულია, რომ იკრძალება სიმბოლიკა, რომელიც უკავშირდება კომუნისტურ რეჟიმს, რომელიც მასობრივი ფიზიკური ტერორის სხვადასხვა ფორმებით ხასიათდებოდა.

ავტორი: თეონა ცხომელიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები