03 ოქტომბერი 2024,   02:34
ვრცლად
ავარიული სახლებისა და დაზიანებული გზებისთვის გამოყოფილი 44 მილიონი ლარი თბილისის მთავრობას აუთვისებელი დარჩა

ავარიული სახლები, დაზიანებული გზები და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა-ეს დედაქალაქის ის პრობლემებია, რომელიც ამ დრომდე მოუწესრიგებელი რჩება.

მოსახლეობა ყვება, რომ დაზიანებული ასფალტის საფარის შეკეთების თხოვნით გამგეობებს და მერიას ბევრჯერ მიმართეს, თუმცა მათი მოთხოვნა გზის საფარის შეკეთების შესახებ არ შესრულდა.

რამდენიმე შემთხვევაში ძველი თბილისის მოსახლეობას დაზიანებული საცხოვრებლების გამაგრებაზე უარი ფინანსების არარსებობის გამო ეთქვა, თუმცა 2015 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით თბილისის მთავრობას 44 მილიონი ლარი დარჩა აუთვისებელი, რომლის დახარჯვასაც მომავალში გეგმავს.

ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი თანხა მერიამ სატრანსპროტო ინფრასტრუქტურის, ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, ავარიული შენობების გამაგრებასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ვერ აითვისა.

ქალაქის ეკონომიკური ხელშეწყობისთვის კი მერიამ გამოყოფილი თანხის მხოლოდ 4% დახარჯა.

ავტორები: ირინა კეჭაყმაძე, მარიამ შანშიაშვილი, ირაკლი კუპატაძე

 

 

დღის ამბები