03 ოქტომბერი 2024,   02:35
ვრცლად
არასრულწლოვნებში გახშირებული სუიციდი-ადამიანის უფლებათა დამცველები სახელმწიფოს აკრიტიკებენ

სახელმწიფოს არ აქვს ეფექტური სტრატეგია, რომელიც არასრულწლოვნებში სუიციდის შემთხვევების თავიდან აცილებას შეძლებდა–ასე აფასებენ ადამიანის უფლებათა დამცველები დღეს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. არასამთავრობო სექტორი მთავრობის იმ რეფორმას აკრიტიკებს რომელიც გასულ წელს მიიღეს.

ბოლო პერიოდში მოზარდების სუიციდის შემთხვევებმა საქართველოში მნიშვნელოვნად მოიმატა.

მხოლოდ ბოლო კვირაში თვითმკვლელობით სიცოცხლე სამმა მოზარდმა დაასრულა. ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის უწყებამ მოსახლეობას და განსაკუთრებით, ბავშვებს ფსიქიკური გაჯანსაღების პროგრამები უნდა შესთავაზოს.

რეფორმა, რომელსაც უფლებადამცველები აკრიტიკებენ, 2014 წლის ბოლოს მიღებულ დოკუმენტს ეხება. ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ არასრულწლოვნებში სუიციდის საწინააღმდეგო კამპანია არასაკმარისია, თუმცა სტრატეგია, რომლის მიზანიც პრევენცია იქნება მიმდინარე წლიდან უნდა ამოქმედდეს.

ავტორები: ანა წერეთელი, თამაზ თხილიშვილი, გივი კაჭარავა

ამავე თემაზე
დღის ამბები