09 სექტემბერი 2026,   15:17
ვრცლად
თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე - ზუგდიდში აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების მხარდამჭერი აქცია გაიმართა

"თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე" - ამ სლოგანით ზუგდიდში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებენ.

მათი შეფასებით, ის, რაც დღეს აჭარის ტელევიზიაში ხდება, კრიტიკულ მედიაზე ზეწოლაა.

"ეს არის შეტევა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ და ის, რაც ახლა ჩვენი კოლეგების მიმართ ხდება, არის ბრძოლა სწორედ ამ სიტყვის წინააღმდეგ, რაც ეხებათ არა მხოლოდ ჟურნალისტებს, არამედ ყველას, ვისთვისაც ეს ღირებულებები მნიშვნელოვანია," - ამბობენ ჟურნალისტები.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გუნდს სოლიდარობა მედიის წარმომადგენლებმა სხვადასხვა ქალაქშიც გამოუცხადეს და აქციები გამართეს.

დღის ამბები