03 ოქტომბერი 2024,   02:34
ვრცლად
პოლიციამ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები დააკავა

გვიან ღამით ვაკეში, პოლიციამ ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის 7 წევრი დააკავა. მათ შინაგან საქმეთა სამინისტროში რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი ახალგაზრდა ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

შვიდივე დაკავებული ხელწერილით გაათავისუფლეს. მათი პროცესი საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ დღეს გაიმართება. არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით, აქტივისტები ქალაქის ქუჩებში საინფორმაციო პლაკატების გაკვრისას უკანონოდ დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება ქალაქის იერსახის დამახინჯების მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები