03 ოქტომბერი 2024,   02:31
ვრცლად
"ჩვენ ვგმობთ ასეთ ქმედებებს," - ქეთევან ციხელაშვილი ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის ფაქტზე

ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლების მიერ დღეს დაგეგმილი ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის ფაქტს ეხმაურება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. მინისტრის მოადგილემ დაგმო მსგავსი შემთხვევები, რომლებიც, მისი თქმით, არც თუ ისე იშვიათად ხდება.

„სამწუხაროდ ეს არ არის პირველი ფაქტი, როდესაც გარკვეულ თარიღებთან დაკავშირებით კეტავენ ე.წ. გამშვებ პუნქტებს. ისედაც შეზღუდულია გადაადგილების თავისუფლება და ცხადია ეს არის დამატებითი და ყოვლად მიუღებელი შეზღუდვა. ჩვენ ვგმობთ ასეთ ქმედებებს და მიგვაჩნია, რომ არის სრულიად მიუღებელი,“ - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

შეზღუდვა 10 მაისის ჩათვლით გაგრძელდება, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო დაწესდა. მიზეზად კი უსაფრთხოება და ამ მიზნით ზომების გამკაცრება სახელდება. თავისუფალი გადაადგიელბა უკვე 11 მაისიდან იქნება შესაძლებელი. 

დღის ამბები