03 ოქტომბერი 2024,   02:37
ვრცლად
ივანიშვილის რეზიდენციასთან ნაციონალების აქტივისტებმა ღარიბაშვილის ფოტოებით აქცია გამართეს

ბიძინა ივანიშვილის სახლთან ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ირაკლი ღარიბაშვილის ფოტოები მიიტანეს და სახეზე აიფარეს. მათ  ამ ფორმით მთავრობის მუშოაბა გააპროტესტეს.

ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების განცხადებით მთავრობის მთელს კაბინეტს ერთი სახე აქვს, რომელიც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის მუშაობს.

უსაფრთხოების დასაცავად ყოფილი პრემიერ-მინისტრის სახლთან საპატრულო პოლიიციიის რამდენიმე ეკიპაჟიც იყო მობილიზებული.

დღის ამბები