03 ოქტომბერი 2024,   02:37
ვრცლად
გორის რაიონში 9 მოსწავლე მოიწამლა

გორის რაიონის სოფელ კარალეთში 9 მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოსწავლეები ერთი სკოლის 4 სხვადასხვა კლასში სწავლობენ. ინფორმაცია ბავშვების მოწამვლის შესახებ "კურიერის" გადამღებ ჯგუფს სკოლაში უკვე დაუდასტრეს. 

ამ დროისთვის უცნობია ზუსტად რამ გამოიწვია მოსწავლეების მოწამვლა. არსებობს ეჭვი, რომ მოწამვლის მიზეზი საჭმელი, ან სასმელი წყალი იყო. 

მოწამლული 9 მოსწავლე გორის ბავშვთა საავადმყოფოშია მოთავსებული. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

მოსწავლეებს უკვე აუღეს ანალიზები, რის მიხედვითაც დადგინდება რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია. 

ანალიზების პასუხები ორშაბათს იქნება ცნობილი.

დღის ამბები