03 ოქტომბერი 2024,   02:31
ვრცლად
კისისხევის მოსახლეობამ 4 ახალგაზრდის დაჭერის ფაქტი რაიონულ სასამართლოსთან გააპროტესტა

კისისხევის მოსახლეობამ 4 ახალგაზრდის დაჭერის ფაქტი დღეს რაიონულ სასამართლოსთან გააპროტესტა.

ადგილობრივები კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობენ. მათი თქმით, ახალგაზრდების დაკავებას წინ სამართალდამცავებთან სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.

მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ვითარება პოლიციამ შეგნებულად დაძაბა და მათივე თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სამართალდამცავები ვითარების პროვოცირებას ახდენენ.

დღეს გამართულ პროცესზე მოსამართლემ ოთხივე დაკავებულს 7-7 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

დღის ამბები