03 ოქტომბერი 2024,   02:37
ვრცლად
იპოთეკით დაზარალებულებს დღეს სახალხო დამცველი შეხვდა

იპოთეკით დაზარალებულებს დღეს სახალხო დამცველი შეხვდა. იპოთეკარები უჩა ნანუაშვილისგან უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების მდგომარეობის შესახებ მკვეთრი პოზიციის დაფიქსირებას მოითხოვდნენ. მათი თქმით, გამოსახლების პროცესში ადამიანის უფლებები ილახება.

მსგავსი სახის კანონდარღვევებზე ლაპარაკობს უჩა ნანუაშვილიც. თუმცა მისი თქმით, საქმეები კერძო სამართლის პირებს შორის დავას შეეხება, რაც სახალხო დამცველის კომპეტენციას სცდება. ომბუდსმენი საკანონმდებლო ბაზის შესწავლას გეგმავს.

დღის ამბები