03 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
ლევან ხაბეიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების დაკავებას მიზანმიმართულს უწოდებს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებიც გუშინ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ფლაერების დარიგების გამო საპატრულო პოლიციამ დააკავა, განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, უსაფუძვლო იყო პოლიციის გადაწყვეტილება, რადგან ფლაერების დარიგება კანონიერი პროცესი იყო.

არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ მათი დაკავება კონკრეტული პირების ინტერესში შედიოდა. ისინი სამოქალაქო სექტორს ერთობლივი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

"გვაქვს კონკრეტული ეჭვი, რომ ეს იყო მიზანმიმართული,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "მონიტორინგის ცენტრი - მედიატორის" ხელმძღვანელმა ლევან ხაბეიშვილმა.

დღის ამბები